Cloud ჰოსტინგი

Cloud ჰოსტინგი უზრუნველყოფს თქვენი საიტის მუდმივ სწრაფ
ხელმისაწვდომობას მომხმარებლისთვის.საუკეთესო არჩევანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ საიმედო,
მაღალ ხელმისაწვდომ და დინამიურად მასშტაბირებად ჰოსტინგის სერვისს


ჰოსტინგის სერვისები

სტანდარტული პაკეტების გარდა, ნებისმიერ დროს მზად ვართ შევქმნათ თქვენს პროექტზე მორგებული შეთავაზება

აირჩიე პაკეტის ტიპი 👇





ხშირად დასმული შეკითხვები

ჩვენ გვაქვს თქვენთვის საჭირო პასუხები.

ჩვენი ექსპერტების გუნდი მზადაა მოგაწოდოთ პასუხები, რომლებიც გჭირდებათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და ციფრულ სივრცეში თავდაჯერებულად ნავიგაციისთვის

faq-img
ვებ ჰოსტინგი გულისხმობს სერვისს, რომელიც საშუალებას აძლევს ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, თავიანთი ვებსაიტები ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახადონ. ის გულისხმობს ვებსაიტის ფაილების, მონაცემთა ბაზების და სხვა რესურსების შენახვას ინტერნეტთან დაკავშირებულ სერვერზე, რითაც მომხმარებლებს ვებსაიტზე წვდომა და მასზე დათვალიერების საშუალება ეძლევათ.
ჩვენი სერვერები განთავსებულია გერმანიაში (Hetzner) მონაცემთა ცენტრში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებულ დატაცენტრში, რომელიც აღჭურვილია 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის, სახანძრო უსაფრთხოების და უწყვეტი კვების სისტემებით.
ჰოსტინგის გეგმის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენი ვებსაიტის მიზანი და საჭიროებები. თუ ქმნით პატარა პირად ბლოგს ან მცირე ბიზნესის საიტს, სტანდარტული ვებ ჰოსტინგი სრულიად საკმარისი იქნება. თუ გეგმავთ ონლაინ მაღაზიას ან მაღალი ტრაფიკის მქონე პროექტს, რეკომენდებულია უფრო ძლიერი ჰოსტინგი, მაგალითად VPS ან Cloud სერვერები.
ჰოსტინგის შეძენის დროს არის 2 ველი სადაც საიტი გეკითხებათ დაარეგისტრირებთ დომენს თუ მხოლოდ ჰოსტინგი გჭირდებათ, შესაბამსიად აირჩევთ მითითებულ ღილაკს თქვენი საჭიროების მიხედვით. დომენების რეგისტრაცია შეგიძლიათ .COM .NET .ORG .GE ზონებში
ჩვენი სერვისების აქტივაცია მომენტალურია და ის აქტიური ხდება მომსახურების საფასურის გადახდისთანავე.
ჩვენი სერვერები მუშაობს თანამედროვე და სანდო პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც ოპტიმიზებულია მაქსიმალური სისწრაფისა და უსაფრთხოებისთვის. ვებ სერვერისთვის ვიყენებთ LiteSpeed-ს, რომელიც ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული Apache.

განთავსებულია
გერმანიაში